მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით.
ცენტრის მიერ გრანტი გაიცემა შემდეგი თემატური მიმართულების მიხედვით - 

მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება მცირეკონტინგენტიან სკოლებში.


საგრანტო კონკურსი ცხადდება ორ ლოტად:
  • ლოტი N1: „მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიანსკოლებში“;
  • ლოტი N2: „მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიანსკოლებში“.
საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 265 000 ლარს.
კონკურსით შერჩეულმა ორგანიზაციამ, გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის „საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება“ მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილარასამეწარმეო (არაკომერციულიიურიდიულ პირებს ანდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსრომლებიც გაივლიანრეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის მიერ ადმინისტრირებად შემდეგ ელექტრონულ ბაზაში - http://tpdc.ge/maswavlebeli1/sh.php უკვე რეგისტრირებული ორგანიზაციები ხელახალ რეგისტრაციას არ საჭიროებენ.

საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 19 აგვისტოდან 2017 წლის 11 სექტემბრის 12:00 საათამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.

რეგისტრირებულმა მომხმარებელმა საგრანტო განაცხადი უნდა შეავსოს და შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთოს მხოლოდელექტრონული სახით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში, საგრანტო კონკურსი უკვე მესამედ ცხადდება.

საგრანტო კონკურსის პირობები


რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

Comments

Popular posts from this blog

სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში

კლას–კომპლექტში სწავლების თავისებურებანი