კლას–კომპლექტში სწავლების თავისებურებანი
ნაშრომი ეხება მცირე კონტინგენტიანი სკოლების ერთ–ერთი უმთავრეს პრობლემას –კლას–კომპლექტებს. განხილულია მათი სპეციფიკა და სწავლების თავისებურებანი. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ამგვარი კლასის მართვის, ორგანიზებისა თუ მეთოდების შერჩევის უნივერსალური ფორმა და ის ყოველთვის ცვალებადია კონკრეტული კლასის სტრუქტურიდან გამომდინარე. ბუნებრივია, რომ მთავარია ზრუნვა სწავლების ხარისხზე, რაც შესაძლებელია სწავლების მეთოდებისა და კლასის ორგანიზების ფორმების სწორი შერჩევით. ეროვნულ სასწავლო გეგმის თანახმად, მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას–კომპლექტების შექმნა. კლას–კომპლექტის თავისებურება გახლავთ ის, რომ ერთ კლასში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. განათლების მსოფლიო პრაქტიკაში კლას–კომპლექტების შექმნას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: • პედაგოგიური შეხედულებები–როდესაც სწავლებისას აქცენტი გაკეთებულია არა კლასზე, არამედ განსხვავებული უნარებიდან გამომდინარე გარკვეული პროგრამის დაძლევაზე; • კონკრეტული რეგიონის დემოგრაფიული სპეციფიკა–როდესაც სკოლა მცირე კონტინგენტიანია