პედაგოგთა კონფერენციები
პედაგოგთა კონფერენცია - დუშეთი 2018
მ ო მ ხ ს ე ნ ე ბ ლ ე ბ ი:
1. კახაბერ ჩაკვეტაძე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გარე დაკვირვების შემფასებელი
2. ნონა ჩუბინიძე - ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი
თემა: „პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ახალი გამოწვევა მასწავლებლებისთვის“
3. ვალერიანე ვოლჩანსკი - ქ. ქუთაისის #14 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, რუსული ენის უფროსი მასწავლებელი
თემა: „სასწავლო პროექტის თავისებურებები“
4. რუსუდან კვიკვინია - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი
თემა: „პედაგოგიური კვლევის სირთულეები და მათი გადაწყვეტის მაგალითი“
5. გაგა ქორიძე - პროგრამა „ასწავლე საქართველოსათვის“ ისტორიის კონსულტანტ-მასწავლებელი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ლამოვანის საჯარო სკოლა
თემა: „პროექტებით სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები“
6. თინათინ ლობჯანიძე - პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლა
თემა: „სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი, ისტორიის ინტეგრირება სხვა საგნებთან"
7. მაია მამისეიშვილი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის #1 საჯარო სკოლის დირექტორი, წამყვანი მასწავლებელი
თემა: „გარე დაკვირვება - გამოწვევა და შესაძლებლობა“
8. ზურაბ ბართაია - მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ წამყვანი კონსულტანტ-მასწავლებელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა
თემა: „ფიზიკა - სამოდელო გაკვეთილების ჭრილში“
9. მაია კობახიძე - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ქ. თელავის #1 საშუალო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი
თემა: ემოციური ფაქტორების როლი უმცროსი ასაკის მოსწავლეებში უცხო ენის სწავლებისას"
„გენდერული უპირატესობების პრობლემა ქართულ და ინგლისურ ენებში"
10. დავით ჩივაძე - პროგრამა „ასწავლე საქართველოსათვის“ ისტორიის უფროსი კონსულტანტ-მასწავლებელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა
თემა: „ორი სტრატეგია სამოდელო გაკვეთილისთვის“
11. ნინო სამხარაული - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის და სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის ქიმიის უფროსი მასწავლებელი
თემა: „კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა"
12. თამარ ნათაძე - თბილისის ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების უფროსი მასწავლებელი
თემა: „პოეზია, როგორც სასწავლო რესურსი მათემატიკის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე"
13. მაია წიქორიძე - ქ. ქუთაისის #13 საჯარო სკოლის ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი
თემა: „როგორ დავწეროთ პედაგოგიური კვლევის ანგარიში“
14. თამაზ ქარქუსაშვილი - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ უფროსი კონსულტანტ-მასწავლებელი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მჭადიჯვარი
თემა: „ქიმიის სწავლების თანამედროვე მეთოდები საჯარო სკოლებში“
15. ანა ბედოშვილი - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის უფროსი მასწავლებელი
თემა: „მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები დაწყებით საფეხურზე - მოსწავლეებში მოტივაციის და ცოდნის დონის ამაღლების საუკეთესო საშუალება"
16. დავით ნოზაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის IT- ტექნოლოგიების ტრენერი, თბილისის ევროპული სკოლის უფროსი მასწავლებელი;
მანანა შეყილაძე - საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე
თემა: „დისტანციური სწავლება; ისტორიის დისტანციური სწავლება ქართველი დიასპორელი წარმომადგენლებისათვის"
17. ამირან გაბეშია - ბორკომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის ფიზიკის უფროსი მასწავლებელი
თემა: „სახალისო ფიზიკის საწრეო სამუშაოები"
Comments
Post a Comment