Posts

გარე დაკვირვება - ბუნებისმეტყველება III კლასი - გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმები #1 გასეირნება გალერეაში - ვეცნობით ცხოველებს #2 ძუძუმწოვრები  #3 ბრძოლა სიცოცხლისათვის #4 ერთად უკეთესია  #5 ვღებულობთ უჩვეულო სტუმრებს *************** ბუნება III კლასი - ელექტრონული რესურსი ფოტო რესურსი - ცხოველები ფოტო რესურსი - ცხოველთა შვილები ფოტო რესურსი - საარსებო გარემო **************** ბუნება III კლასი -წლიური კალენდარული გეგმა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

Image
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ ჩემს მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეხება საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს , რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო შედეგები მოგვცა!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

Image
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით. ცენტრის   მიერ   გრანტი   გაიცემა   შემდეგი   თემატური   მიმართულების   მიხედვით  -  მასწავლებელთა   პროფესიული   უნარების   განვითარება  მცირეკონტინგენტიან   სკოლებში . საგრანტო   კონკურსი   ცხადდება   ორ   ლოტად : ლოტი  N1: „ მასწავლებელთა   პროფესიული   უნარების   განვითარება   აღმოსავლეთ   საქართველოს   მცირეკონტინგენტიან სკოლებში “; ლოტი  N2: „ მასწავლებელთა   პროფესიული   უნარების   განვითარება   დასავლეთ   საქართველოს   მცირეკონტინგენტიან სკოლებში “. საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 265 000 ლარს. კონკურსით შერჩეულმა ორგანიზაციამ, გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა ცენტრის

კლას–კომპლექტში სწავლების თავისებურებანი

ნაშრომი ეხება მცირე კონტინგენტიანი სკოლების ერთ–ერთი უმთავრეს პრობლემას –კლას–კომპლექტებს. განხილულია მათი სპეციფიკა და სწავლების თავისებურებანი. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ამგვარი კლასის მართვის, ორგანიზებისა თუ მეთოდების შერჩევის უნივერსალური ფორმა და ის ყოველთვის ცვალებადია კონკრეტული კლასის სტრუქტურიდან გამომდინარე. ბუნებრივია, რომ მთავარია ზრუნვა სწავლების ხარისხზე, რაც შესაძლებელია სწავლების მეთოდებისა და კლასის ორგანიზების ფორმების სწორი შერჩევით. ეროვნულ სასწავლო გეგმის თანახმად, მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას–კომპლექტების შექმნა. კლას–კომპლექტის თავისებურება გახლავთ ის, რომ ერთ კლასში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. განათლების მსოფლიო პრაქტიკაში კლას–კომპლექტების შექმნას ორი ძირითადი მიზეზი აქვს:  • პედაგოგიური შეხედულებები–როდესაც სწავლებისას აქცენტი გაკეთებულია არა კლასზე, არამედ განსხვავებული უნარებიდან გამომდინარე გარკვეული პროგრამის დაძლევაზე;  • კონკრეტული რეგიონის დემოგრაფიული სპეციფიკა–როდესაც სკოლა მცირე კონტინგენტიანია

სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში

საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლასში მოსწავლეთა განაწილება ქალაქსა და სოფლად თანაბარი არ არის: ქალაქის სკოლებში კლასში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობაა, ხოლო სოფლად – უჩვეულოდ მცირე. განათლების მკვლევარები მიუთითებენ, რომ იმ კლასებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ათს არ აღემატება, ისევე იჩენს თავს საგანმანათლებლო პრობლემები, როგორც იმ სკოლებში, სადაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია და 35-40-ს აღწევს. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% სწავლობს ისეთ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. ერთი შეხედვით, ეს ციფრი დიდი არაა, მაგრამ ეს ბავშვები 880-მდე სკოლაში არიან განაწილებული, რაც საქართველოს სკოლების 38%-ს _ ერთ მესამედზე მეტს მოიცავს. აღნიშნულ სკოლებში სწორედAშეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, ხშირად ქმნიან კლას-კომპლექტებს. რა არის კლას-კომპლექტი? კლას-კომპლექტში, სულ მცირე, ორი სხვადასხვა კლასის სხვადასხვა სასწავლო შესაძლებლობების მ

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

Image
შემოუერთდი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის" დიდ უჯახს!!! დარეგისტრირდი!!! პროგრამა „ასწავლე საქართველოსათვის“ აგრძელებს ზრუნვას მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლებში მასწავლებლების დეფიციტის შემცირებისთვის და პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით აცხადებს კონკურსს.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, დაწყებითი განათლების, ინგლისური ენის, ქართულისა და მათემატიკის სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას: • ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში; • ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას; • ფლობდეს 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს; კონკურსი გამოცხადებულია სულ 19 ვაკანსიაზე. შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები 2017-2018 სასწავლო წლისთვის დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული რეგიონების საჯარო სკოლებში და