მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით. ცენტრის მიერ გრანტი გაიცემა შემდეგი თემატური მიმართულების მიხედვით - მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება მცირეკონტინგენტიან სკოლებში . საგრანტო კონკურსი ცხადდება ორ ლოტად : ლოტი N1: „ მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიან სკოლებში “; ლოტი N2: „ მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიან სკოლებში “. საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 265 000 ლარს. კონკურსით შერჩეულმა ორგანიზაციამ, გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა ცენტრის