21-ე საუკუნის უნარჩვევები

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
●     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
●     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
●     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
●შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
●     საღი მსჯელობა და აღქმა;
●     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
●     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
●მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
●ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
●     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
●საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
●      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
●    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
●ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.     
მედიაწიგნიერება
●  მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
●მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ციფრული წიგნიერება
● ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
●ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
●      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
●      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
●      საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
●უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
●      ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
●    დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
●      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
●      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
●      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
●  მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
● კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
●    მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
●     გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
● ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
●  ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
●      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
●ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.

Comments

Popular posts from this blog

სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი - ბუნებისმეტყველება - VI კლასი

პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის" - პროფესიონალთა ერთი დიდი ოჯახი!

ბიომრავალფეროვნება