მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგი





     მოსწავლეთა აზროვნების საფეხურებრივი განვითარება   



სწავლის პროცესის კვლევა გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები ყველაზე უკეთ სწავლობენ მაშინ, როცა მასწავლებლები მითითებებს აძლევენ დავალების შესრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების, შინაარსისა და სტრატეგიების შესახებ.  ეს მითითებები მოსწავლეებს იმ დავალებების შესასრულებლად სჭირდებათ, რის შესრულებასაც  მათზე მცოდნე თანატოლის ან უფროსის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ. პროგრესულმა რუსმა განმანათლებელმა და მოაზროვნემ ლევ ვიგოტსკიმ (1978) განსაზღვრა არე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეს დამოუკიდებლად უჭირს პრობლემის გადაჭრა, მაგრამ სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებას აღწევს. ამ არეს „უახლოესი განვითარების ზონა“ უწოდა. „უახლოესი განვითარების ზონა“ მოსწავლის მიმდინარე შესაძლებლობების ზღვარს ოდნავ აღემატება. ტერმინი „საფეხურებრივი სწავლება“ პირველად გამოიყენა ჯერომ ბრუნერმა ( 1976),  ვიგოტსკის „უახლოესი განვითარების ზონის“ კონცეფციაზე დაყრდნობით. საფეხურებრივი სწავლების ტერმინს ხშირად იყენებენ განმანათლებლები იმ ინსტრუმენტების და მექანიზმების აღსაწერად, რომლითაც მასწავლებლები  მოსწავლეებს ეხმარებიან შედარებით რთული დავალების შესრულებაში. „საფეხურებრივი სწავლების“ მეტაფორა განსაკუთრებით შესაფერისია სწავლის პროცესისთვის, რადგან  ისევე როგორც შენობების აგებისას, სწავლის პროცესშიც საჭიროა საფუძვლის ჩაყრა და ცოდნის თანდათანობითი  აგება მანამ, სანამ მოსწავლე დამოუკიდებლად შეძლებდეს  რთული დავალების შესრულებას. 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების პროცესში მასწავლებლები  მეტისმეტად კი არ ამარტივებენ დავალებას, არამედ მოსწავლეებს სთავაზობენ  მითითებებს იმ სტრატეგიების შესახებ, რომლებიც წარმატებისთვის სჭირდებათ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს დაეხმარონ ისე, რომ არ უარყონ მოსწავლეების საჭიროებები  ცოდნის საფუძვლების შექმნაში. განვითარების იმ ზონის მოძებნა, რომელშიც მოსწავლეს საუკეთესო პროგრესი ექნება, ძნელია. მოსწავლის უნარ-ჩვევები ენებში, წერის, კითხვისა და საკუთარი აზრების, ფიქრებისა და ემოციების გამოხატვის უნარი ხანდახან მათ აკადემიურ ცოდნას ჩამორჩება, რაც მასწავლებლებს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ მოსწავლეებს ნაკლები უნარები აქვთ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური უნარ-ჩვევების ნაკლებობა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მასწავლებლების მიერ თავიანთი მოსწავლეების სწავლის პროცესის და პროგრესის შესახებ ინფორმციის მოგროვებაზე.    

განათლების მკვლევართა ჯგუფი (ბერეიტერი და სკარდამალია, 1987; ლანგერი და ეპლბი, 1986) გვთავაზობს შემდეგ სტრატეგიებს მოსწავლეთათვის საფეხურებრივი სწავლების  ხელშესაწყობად, როცა ისინი  მრავალმნიშვნელოვან დავალებებზე მუშაობენ:
  • მოსწავლეებს შესთავაზონ სხვადასხვა მაგალითი იმიტირებისთვის.
  • ჩამოაყალიბონ სტრუქტურები, რითიც დაეხმარებიან მოსწავლეებს, თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს.
  • განსაზღვრონ არჩევანი, რომელიც მოსწავლეებს პროექტის დასრულებისას აქვთ.
  •  მოსწავლეები უზრუნველყონ სტრატეგიებით, როგორიცაა,  მაგალითად, გრაფიკული დამგეგმავი, რაც  მათ დაეხმარებათ,  თავიანთი სწავლის პროცესი თვალსაჩინოდ წარმოსახონ ისე, რომ  მასზე მსჯელობა და მისი ანალიზი შეძლონ.
  • მიაწოდონ ერთგვარი „იარლიყები“, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნის კატეგორიებად დაყოფასა და ორგანიზებაში.

მითითებული ნაშრომები:
ნიუ-ჯერსი: ლ. ერლბაუმი, ბერეიტერი ს., სკარდამალია, მ. (1987) წერილობითი თხზულების ფსიქოლოგია.ჰილსდეილი. ლანგერი, ჯ., ეპლბი,ა. ( 1986) მითითებები წერასა და კითხვაში: სწავლისა და სწავლების თეორიის მიმართულებით. განათლების კვლევის მიმოხილვა. ტ. 13, 171-194 გვ.

ვიგოტსკი, ლ. ( 1978). აზრი საზოგადოებაში: უმაღლესი ფსიქოლოგიური პროცესების განვითარება. კემბრიჯი, MA: ჰარვარდის უნივერსიტეტის პრესა.
ვუდი, ბრუნერი და როსი (1976). დ,ვუდი, ჯ.ს. ბრუნერი და გ.როსსი, სწავლების როლი პრობლემების გადაჭრაში. ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის და მასთან დაკავშირებული დისციპლინების ჟურნალი 17, 89-100გვ.

Comments

Popular posts from this blog

სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში

კლას–კომპლექტში სწავლების თავისებურებანი