Posts

Showing posts from May, 2017

საინტერესო და სასარგებლო რესურსი VI კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებელთათვის

Image
კოსმოსი - საოცრებათა სამყარო!  გააფერადე კოსმოსი -გასაფერადებელი ჟურნალი  - დანართი#1 განსახორციელებელი აქტივობები -დანართი #2 ინტერაქტიური პრეზენტაციის რეფლექსია ბუნებისმეტყველება -VI კლასი მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში ინდიკატორები იყენებს მოდელებს და აღწერს  მთვარის, დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობას მზის სისტემაში; ასახელებს და აღწერს კოსმოსურ სხეულებს  (მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტ ა , ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი ); მსჯელობს მათ შორის განსხვავებებზე; ქმნის მზის და მთვარის დაბნელების მოდელებს და მსჯელობს  დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე; ქმნის მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის  და მზის გარშემო; აკავშირებს წელიწადის დროების მონაცვლეობას  დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძით მოძრაობასთან (ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებში განსხვავებული სეზონები, ბუნიობა და ნაბუნიობა).

მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგი

Image
      მოსწავლეთა აზროვნების საფეხურებრივი განვითარება    სწავლის პროცესის კვლევა გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები ყველაზე უკეთ სწავლობენ მაშინ, როცა მასწავლებლები მითითებებს აძლევენ დავალების შესრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების, შინაარსისა და სტრატეგიების შესახებ.  ეს მითითებები მოსწავლეებს იმ დავალებების შესასრულებლად სჭირდებათ, რის შესრულებასაც  მათზე მცოდნე თანატოლის ან უფროსის დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ. პროგრესულმა რუსმა განმანათლებელმა და მოაზროვნემ ლევ ვიგოტსკიმ (1978) განსაზღვრა არე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეს დამოუკიდებლად უჭირს პრობლემის გადაჭრა, მაგრამ სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებას აღწევს. ამ არეს „უახლოესი განვითარების ზონა“ უწოდა. „უახლოესი განვითარების ზონა“ მოსწავლის მიმდინარე შესაძლებლობების ზღვარს ოდნავ აღემატება. ტერმინი „საფეხურებრივი სწავლება“ პირველად გამოიყენა ჯერომ ბრუნერმა ( 1976),  ვიგოტსკის „უახლოესი განვითარების ზონის“ კონცეფციაზე დაყრდნობით. საფეხურებრივი სწავლების ტერმინს ხშირად იყენებენ განმანათლებლები იმ ინსტრუმენტების და მექანიზმე

ბლუმის ტაქსონომია

Image
ბლუმის ტაქსონომია ბლუმის ტაქსონომიის ზმნები: ბლუმის ციფრული ტაქსინომია:

21-ე საუკუნის უნარჩვევები

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები შემოქმედებითობა და გამომგონებლობა ●      მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება; ●      ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; ●      ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა; ● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად. კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა ●      საღი მსჯელობა და აღქმა; ●      რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება; ●      სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება; ● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად; ● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად. კომუნიკაცია და თანამშრომლობა ●   იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით; ●      სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშა

გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში - VII კლასი

Image
           გაკვეთილის თემა:  „უჯრედი. უჯრედის  შემადგენელი    კომპონენტები" გაკვეთილის გეგმა PowerPoint-ის პრეზენტაცია რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე შეფასების რუბრიკები მსჯელობის შეფასების რუბრიკა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა პრეზენტაციის შეფასების ინდივიდუალური რუბრიკა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა მსჯელობის შეფასების რუბრიკა შედეგი ძალიან კარგი 10 კარგი 8-9 საშუალო 6-7 დაბალი 1-5 მონაწილეობა მსჯელობის დროს აქტიურად მონაწილეობს ნებისმიერი სირთულის მსჯელობაში ჩართულია მსჯელობის პროცესში მონაწილეობს, მაგრამ იშვიათად პასიური საკუთარი აზრის წარმოჩინება არგუმენტირებულად წარმოაჩენს საკუთარ აზრს მსჯელობს, მაგრამ ვერ ასაბუთებს აქვს მოსაზრება, მაგრამ მერყეობს, არ არის დარწმუნებული უჭირს საკუთარი აზრის დაფიქსირება სხვისი ახრის პატივისცემის გამოხატვა აცდის თანაკლასელებს აზრის დასრულებას და მას შემდეგ